ბაჩალიაშვილის მეზობელი : Რა მოხდა არ ვიცით, შეიძლება მიიტყუეს იქამდე
ქვემო ფონიჭალაში, სადაც 23 წლის გარდაცვლილი გოგოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ცხოვრობს ოჯახის ახლობლები, ნათესავები და მეზობლები არიან შეკრებილი, ისინი დაღუპულის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან. როგორც “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა მეზობელმა უთხრა, ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებ ვერსიები არ აქვთ თუმცა თვითმკვლელობას გამორიცხავენ
“ოჯახიც და ჩვენ ყველა ახლობლებიც გამოვრიცხავთ, თვითმკვლელობა რომ ყოფილიყო არ არის საჭრო სადმე წახვიდე და თავი მოიკლა, აფექტის მდგომარეობაში როცა ხარ, სახლშიც შეგიძია თავი მოიკლა ან მტკვარში გადახტე. გამორიცხულია თვითმკვლელობა. თეთრიწყაროში არავინ არ ყავდა, არც სანათესაო, არც ახლობელი და მეგობრები, ისე სახლიდან გასული, როგორც ჩვეულებრივი დღე, როგორც მიდიოდა სამსახურში. Რა მოხდა არვიცით, შეიძლება მიიტყუეს იქამდე. ყველა ამბობს, რომ შეიძება სამსახურს უკავშირდებოდეს იმიტომ, რომ ორი დღით ადრე წამოვიდა სამსახურიდან. ოჯახთნ გაუჩინარებამდე არანაირი კონფლიქტი არ ქონია, ყველანაირად უკონფლიქტო ოჯახია, ეს ინფორმაცია არის ჭორი. Როგორც ვიცი ორ კომპანიაში მუშაობდა ავსტრიული კომპანია და მეორე ზეგი. და სახლიდანაც მუშაობდახოლმე კერძო რაღაც საქმეებზე ისე უბრალოდ სახლში მუშაობდა. ოჯახმა, როგორც ვიცი, კონკრეტული მისამართი იცოდნენ, მაგრამ შენობა და რა საქმიანობა იყო არ ვიცი, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ თვითონაც”, – ამბობს გარდაცვლილის მეზობელი ლია ლევერაშვილი.
შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარი მანქანის უკანა სავარძელზე იპოვეს.