ქუთაისში ინფიცირებული ქალის კონტაქტებზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ

ქუთაისში ინფიცირებული ქალის კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს. პაციენტი ერთ-ერთ ბაზრობაზე მუშაობს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ეპიდემიოლოგებმა მუშაობა გუშინ დაიწყეს. ამ დროისთვის გამოვლენილია 25 კონტაქტი, მათ შორის ოჯახის წევრები და თანამშრომლები. შესაძლოა, ახლო კონტაქტები კარანტინში გადაიყვანონ. მისი თქმით, ინფიცირების წყარო ზუსტდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები