შალვა კერესელიძე ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე ახალგაზრდობის სააგენტოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელს რეზო ჩარკვიანს შეხვდა, როგორც სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი შეხვედრაზე განხილული იქნა სააგენტოს რეფორმის “მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის” ფარგლებში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად გადადგული ნაბიჯები და გეგმიური აქტივობები, რომლებიც მუნიციპალიტეტებშია განსახორციელებელი ადგილზე ახალგაზდული სფეროს ეკოსისტემის შესაქმნელად.
ახალგაზრდობის სააგენტო მიზნად ისახავს ფორმალური განათლების მიღმა, ახალგაზრდების გაძლიერებას, განვითარებას, მათთვის საჭირო კომპეტენციების და ახალი თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, რისთვისაც სააგენტოს შემუშავებული აქვს სამწლიანი რეფორმა ევროპული სტანდარტებით.
ხსენებული რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში, სააგენტო 6 ივლისიდან 10 რეგიონის 11 საპილოტე მუნიციპალიტეტს ეწვევა.