ქუთაისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში “კოვიდ-19” ის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ერთი გამოჯანმრთედა. ინფიცირებული 61 წლის პაციენტი ქუთაისის მაცხოვრებელია, მან კლინიკას საკუთარი ინიციატივით მიმართა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდა. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი, თემურ ნადირაძე “რეგიონულ კვირას” განუმარტავს, პაციენტი საშუალო სიმძიმისა.
“ერთი პაციენტი დაგვემატა, ერთი გამოჯანმრთელდა. ახალი პაციენტი 61 წლის ქალბატონია და ის ქუთაისში ცხოვრობს, ხოლო გამოჯანმრთელებული ახალგაზრდა მამაკაცია, რომელმაც კორონავირუსი მკურნალობის 41-ე დღეს დაამარცხა”,- ამბობს ნადირაძე.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის 3 პაციენტი მკურნალობს.