გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა: ეს მოდის თავის სამსახურის მხრიდან

დაუჯდებოდა ამ კომპიუტერს, ხანდახან ისეთ მდგომარეობაში ვარდებოდა ბავშვი, ვეკითხებოდი შვილო რა ხდება, არ მეუბნებოდა, მიმალავდა. ამაში ძალიან დიდი რაღაცაა დამარხული. სანამ ამას არ გავარკვევ, ვერ მოვისვენებ, – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიება სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიდეს და პირველ რიგში ყურადღება იმ კომპანიებს მიაქციოს სადაც მისი შვილი მუშაობდა.

“ოჯახის მხრიდან არაფერი პრობლემა არ ჰქონია მაგ ბავშვს, ეს მოდის თავის სამსახურის მხრიდან. მოდიოდა აღელვებული, როცა სამსახურში მიდიოდა სპეციალურად ველოდებოდი – კიდევ ასე მოვა? პანდემიამდეც ასე იყო და პანდემიის დროს სახლიდან რომ მუშაობდა მაშინაც განერვიულებული იყო. დაუჯდებოდა ამ კომპიუტერს, ხანდახან ისეთ მდგომარეობაში ვარდებოდა ბავშვი, ვეკითხებოდი შვილო რა ხდება, არ მეუბნებოდა, მიმალავდა. ამაში ძალიან დიდი რაღაცაა დამარხული. სანამ ამას არ გავარკვევ, ვერ მოვისვენებ” , -ამბობს  ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივლისს გაუჩინარდა, 22 ივლისს კი მისი ცხედარი თეთრიწყაროში, საკუთარ მანქანაში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები