თამარ ბაჩალიაშვილის მეზობელი: არის ვერსია რომ იყო თვითმკვლელობა, ეჭვი გვაქვს რომ მიიყვანეს ამ ზომამდე
არის ვერსიაც, რომ იყოს თვითმკვლელობაც, მაგრამ რატომღაც ეჭვი გვაქვს საახლობლოსაც და მეზობლებსაც რომ მიიყვანეს ამ ზომამდე, -ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის მეზობელმა ლიკა ლევერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ოჯახი და ახლობლები გამოძიების სწორად წარმართვას იმედოვნებენ.
“ამ ეტაპზე მხოლოდ ის ინფორმაცია გააჩნია ოჯახს, რომ დაღუპულია თამარ ბაჩალიაშვილი. ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას და ელოდებიან სათანადო გამოძიებას. ეჭვი იმაზე მოკლულია და თვითმკვლელობა – ორივე განიხილება ამ შემთხვევაში.
არის ვერსიაც, რომ იყოს თვითმკვლელობაც, მაგრამ რატომღაც ეჭვი გვაქვს საახლობლოსაც და მეზობლებსაც რომ მიიყვანეს ამ ზომამდე.
ვფიქრობთ, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წარიმართება, მაგისი იმედი გვაქვს. რამდენად შესაძლებელი იქნება ეს უკვე არ ვიცი, ვნახოთ” , – განაცხადა ლიკა ლევერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 5 დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მანქანა არასრულწლოვანმა მწყემსმა იპოვა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის არის სავარაუდო თვითმკვლელობაც