გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა: ფსიქოტროპული არა, წნევის წამლები იყო

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა, კობა თამაზაშვილი ფსიქტროპული წამლების არსებობას გამორიცხხავს და ამბობს, რომ ავტომობილიდან სამართალდამცველებმა წნევის დამწევი წამლები ამოიღეს.

“როგორც მე გავიგე არანაირი ფსიქოტროპული წამლები არ ყოფილა, იყო ჩვეულებრივი წნევის წამლები, რომლებიც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს”, – ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა.

შეგახსენებთ, რომ 5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მანქანა არასრულწლოვანმა მწყემსმა იპოვა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის  არის სავარაუდო თვითმკვლელობაც, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამ ვერსიას არ ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები