რომან გოცირიძე: გიგი უგულავა ზუგდიდში თუ დააყენებს კანდიდატურას, ჩვენი მხარდაჭერა გამორიცხულია

გიგი უგულავა ზუგდიდში თუ დააყანებს კანდიდატურას, გამორიცხულია მხარდაჭერა, რადგან ზუგდიდში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება. ეს რეგიონი განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

გოცირიძის თქმით, რეგიონების თითქმის ყველა ოლქში პარტია თავისი კანდიდატურების დაყენებას გეგმავს და მმართველ პარტიასთან ერთად, ოპოზიციის კონკურენტიც იქნება.

„ჩვენი პრინციპული მიდგომაა, რომ როდესაც 120 მანდატი იქნება პროპორციული სიით, სადაც კი მაჟორიტარი არ გეყოლება, იქ აუცილებლად ზიანდება სია. ვეძებთ ისეთ კანდიდატებს, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან. შერჩევის პროცესი ადვილი არ არის. თუ ვანო მერაბიშვილი დააყენებს თავის კანდიდატურას, სადაც მას აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. გუნდს ჯერ რეგიონებთან დაკავშირებით მაჟორიტარი კანდიდატები განხილული არ ჰყავს“, – აცხადებს გოცირიძე.

მისივე თქმით, ასევე, შეუძლებელია, ვინმემ თავისი კანდიდატურა შესთავაზოს „ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისში, რადგან პარტიის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება.

„ზოგადი პრინციპი ასეთია – თითქმის ყველგან რეგიონში ჩვენი კანდიდატურა გვეყოლება. ოპოზიცია თბილისში პარტნიორები ვართ და რეგიონებში კონკურენტები, ხოლო მომავალ კოალიციურ მთავრობაში ვართ ერთიანები“, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები