ითხვისში არქეოლოგებმა ნაქალაქარი აღმოაჩინეს
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაქალაქარი აღმოაჩინეს. არქეოლოგების თქმით, მსგავსი ქალაქის ტიპის დასახლება იმერეთის მასშტაბით პრაქტიკულად არ გვხვდება.
გათხრების შედეგად აღმოჩენილია, უნიკალური მარანი ათი ქვევრით, ნაგებობის კედლები, კერამიკული ნაწარმი, მათ შორის მოხატული კერამიკა და ლითონის ნივთები. მეცნიერების თქმით, აღმოჩენა მე-13 საუკუნეებს ეკუთვნის.
სოფელ ითხვისში დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე იმყოფებოდა. ჭიათურის მერი ექსპედიციის ხელმძღვანელს ზურაბ ბრეგვაძეს და მის წარმომადგენლებს შეხვდა. გივი მოდებაძე აღმოჩენებს გაეცნო და არქეოლოგებისგან ინფორმაცია მიიღო.
ითხვისში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებს არასამთავრობო ორგანიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი ,,არგვეთი“ აწარმოებს. სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა. სოფელ ითხვისში აღმოჩენილი ნივთები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება.