მიხეილ რამიშვილი: საფულეში ჰქონდა წერილები, ერთში ეწერა – „გამოიყენე ჩემი ანაბარი“

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარდაცვლილის საფულეში წერილები იპოვეს.  მისივე თქმით, ვინ არის წერილების ადრესატი, ჯერჯერობით დაუდგენელია.

„საფულეში ჰქონდა წერილები. არ ვიცით როდინდელია, ყველაფერს გამოძიება გაარკვევს. ძალიან ბევრი ფურცელი იყო, დალუქულია. „გამოიყენე, ჩემი ანაბარი,“ – ერთში ეს ეწერა, ვის ეუბნება,რას ეუბნება არ არის დადგენილი, წინასწარ რაიმე დასკვნების გამოტანა არ შეიძლება“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილის განცხადებით, ცხედრის ექსპერტიზაში ორი დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული, ერთ უკრაინელი გალინა კარმუშინა, ხოლო მეორე – მარიამ ჯიშკარიანი.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ორივე ექსპერტი უკვე თბილისის ექსპერტიზის ბიუროში არიან მისულები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები