თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ნათესავი წერილის არსებობას ადასტურებს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ნათესავი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას წერილის არსებობას ადასტურებს. მისი თქმით, გარდაცვლილის ავტომობილში წერილი მართლაც იპოვეს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ კალიგრაფია გადასამოწმებელია.

“არის წერილი, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს, ჯერ არ გავცნობივართ, კალიგრაფიაა გადასამოწმებელი. თუმცა შეიძლება ძალადობითაც დაწერა, ეგეც არის გადასამოწმებელი“, – აცხადებს ოჯახის ნათესავი “რეგიონულ კვირასთან”.

რაც შეეხება გარდაცვლილი პროგრამისტის მანქანაში ნაპოვნ მედიკამენტებს, ოჯახის ნათესავი ამბობს, რომ ისინი ფსიქოტროპული არ ყოფილა და მსუბუქი პრეპარატები იყო.

შეგახსენებთ, რომ 5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მანქანა არასრულწლოვანმა მწყემსმა იპოვა. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება რამდენიმე ვერსიას განიხილავს, მათ შორის  არის სავარაუდო თვითმკვლელობაც, თუმცა ოჯახის წევრები და ახლობლები ამ ვერსიას არ ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები