“ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდში” – პროექტი სკეიტპარკში ჩატარდება

ზუგდიდის სკეიტ პარკში ახალი პროექტი, “ეთნოცენტრი -ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში” ოფიციალურად 29 ივლისს გაიხსნება.
სკეიტ პარკში პავილიონების განთავსება დასკვნით ეტაპზეა. სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.
პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა.
პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც.
მოსაზრება, რომ ზუგდიდში არსებულიყო სივრცე, სადაც მეწარმეები თავიანთი პროდუქციის რეალიზებას შეძლებდნენ ადგილობრივ მეწარმეებს ეკუთვნით, რომლის განხორციელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები