ონის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად ,  შპს “დაგი”, შპს „ კაპიტალი”, შპს , შპს „ რაჭა 2005″, შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” , წარმომადგენლებს, ასევე ი/მ რუბენ ლუტიძეს შეხვდა.

“შეხვედრაზე განიხილეს ბარი – მრავალძლის და სოფელ ღების გზების რეაბილიტაციის საკითხები, ისაუბრეს სოფელ პიპილეთში საჯარო სკოლის რებილიტაციის შესახებ, სოფელ ლაგვანთაში მდინარე საკაურაზე კალაპოტის ფორმირებასა და დამცავი ლოდნარი ჯებირის მოწყობის შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა საყურადღებო საკითხებზე, ერთერთ მეწარმეს მიეცა გაფრთხილება და კონკრეტული ვადა გეგმა – გრაფიკთან ჩამორჩენის დაწყებული სამუშაოების დასასრულებლად,
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები”, – ნათქვამია ონის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები