მიხეილ რამიშვილის თქმით, მედიკამენტები, რომელიც გარდაცვლილის ავტომანქანიდან ამოიღეს, ფსიქოტროპული არ არის

არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით ბევრი ვერსია და კითხვის ნიშანი აქვს.

„ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. დეტალურად ჩემი თანდასწრებით ხდება ყველა ნივთის ადგილმდებარეობის, ყველა იმ კვალის ამოღება და დალუქვა, წამლების, რაც იქნა ამოღებული, რაც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც გამაჩნია, ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის. თვითონ ცხედრის მდგომარეობა და ადგილმდებარეობა, სახლიდან მოშორებით ყოფნა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაზიანებებს ასე ვერ დავინახავ, დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის ადამიანი გარდაცვლილი, ვადების შემდეგ იცვლება ფერი. ჩემი თხოვნით მანქანის გადაადგილების კვალიც აიღეს. მტკიცებულებების განადგურება მერე რომ არ მომხდარიყო“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები