ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი დაჭრეს

ადიგენის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი დაჭრეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში “ჯერარსის” კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, დაჭრილი მამაკაცი საცხოვრებელი სახლის ეზოში მისმა მეუღლემ, უგონო მდგომარეობაში იპოვა. მათივე ინფორმაციით, ჭრილობა გოგრიჭიანს თავის არეში აქვს მიყენებული.

“ძალიან კარგი ადამიანი იყო. სოფელში მასზე ცუდს არავინ ამბობს. არ ვიცი, რა მოხდა, ვისთან შეიძლება ჰქონოდა უთანხმოება რომ ასე სასიკვდილოდ გაიმეტეს. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. ძალიან განვიცადეთ ეს ამბავი, ეხლაც ვერ ვიჯერებ, როგორ შეიძლებოდა ადამიანის ასე გამეტება”, – განაცხადა ერთერთმა ადგილობრივმა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბექა გოგრიჭიანს სახის ძვლების დაზიანებული აქვს.

“რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 236-ე მუხლით, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ტარების მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები