ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ბ.კ-ს აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. მოსამართლე ნანა ჯოხაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.
როგორც “რეგიონულ კვირასთან” ბრალდებულის ადვოკატი ესმა ნორაკია განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და არ გამორიცხავს, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზა გახდეს საჭირო.
“მოსამართმემ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, შემდეგი მოსმენა 10 სექტემბერს ჩაინიშნა. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ფსიქიატრიული ექსპერტიზას საჭიროებს.”,- აცხადებს ნორაკია.
დაკავებულს გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები 45 წლის ქალის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, 30 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი ქალია დაკავებული, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის 2 მამაკაცი, შესაძლოა დაკავებები კვლავ გაგრძელდეს.
ახალგაზრდა ქალი 18 ივლისს მოკლეს, გარდაცვლილს 16 ჭრილობა გულ-მკერდისა და კისრის არეში აქვს მიყენებული.
მომდევნო სასამართლო სხდომა 10 სექტემბერს ჩაინიშნა.