თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა

თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა. პანდემიიდან გამომდინარე, სასტუმროებმა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით გათვალისწინებული რეგულაციები წინასწარ გაიარეს და ვიზიტორთა მიღება დღეიდან დაიწყეს.

“მთავარი სიმდიდრე, რაც თუშეთს გააჩნია, ეს არის განუმეორებელი ბუნება, ამაცდროულად არის ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო სხვადასხვა კლასის სასტუმროები, ჰოსტელები, საოჯახო სასტუმროები და არის საინტერესო როგორც საფეხმავლო, ისე საცხენოსნო ტურები. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გაჯერებულია ადგილობრივ სამზარეულოსთან და სათავგადასავლო ტურიზმისთვის დამახასიათებელ თემებთან”, – აღნიშნა მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის განცხადებით, თუშეთში საბაგიროს მშენებლობის პროექტზე მთავრობას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, რომლის კონტურები უკვე არსებობს და პერსპექტივაში ეს პროექტი რეალიზებული გახდება.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, თუშეთი 600-მდე ვიზიტორმა უკვე მოინახულა და აქედან უცხოელი ტურისტი მხოლოდ რამდენიმე ათეულია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები