მიხეილ რამიშვილი: როდესაც მწყემსმა იპოვა, მანქანა იყო ჩაკეტილ მდგომარეობაში

საეჭვო ვითარებაში გაუჩინარებული და გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მანქანა, რომელშიც თამარი გარდაცვლილი იპოვეს, შიგნიდან ჩაკეტილი იყო.

როგორც „რეგიონულ კვირას“ რამიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე მისთვის უცნობია თუ რა დაზიანებები აღენიშნება ბაჩალიაშვილის სხეულს.

„როგორც მითხრეს, ავტომობილი მწყემსმა იპოვა, მანქანა იყო ჩაკეტილი და უკანა სავარძელზე იყო გარდაცვლილი ადამიანი. რა დაზიანებები აღენიშნებოდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 5 დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი დღეს, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ მანქანაში იპოვეს. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები კვლავ განაგრძობენ მუშაობას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები