სოლომონ პავლიაშვილი: ატმის რეკორდული მოსავალი გვაქვს, გაზრდილია საექსპორტო ქვეყნების რიცხვიც

წელს გვაქვს ატმის რეკორდული მოსავალი და გაზრდილია საექსპორტო ქვეყნების რიცხვიც, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში ატმის რთველისა და მოსავლის დაბინავების პროცესის გაცნობის შემდეგ განუცხადა.
სოლომონ პავლიაშვილი სამაცივრე მეურნეობის მუშაობის პროცესს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო და ფერმერებისგან რეალიზაციის საკითხით დაინტერესდა.

„წელს გვაქვს რეკორდული მოსავალი, გაზრდილია საექსპორტო ქვეყნების რიცხვიც, ექსპორტი მოხდა მოლდოვაში, აზერბაიჯანში, სომხეთში და სხვადასხვა ქვეყნებში. მოთხოვნა არის ძალიან დიდი, დაახლოებით, 800-1000 ტონა გადის ექსპორტზე. 2 წლის წინ იყო 2 სამაცივრე და ეხლა 23 გვაქვს. ეს ყოველივე კი კარგი მაგალითია, გლეხის,ფერმერის და სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობის“ – განაცხადა პავლიაშვილმა.

ცნობისთვის, ატმის რთველის დაწყებიდან დღემდე 22 000 ტონა ატამია რეალიზებული, საიდანაც 11 000 ტონა ატამი ექსპორტზე გავიდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები