ადგილზე, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ.
“რეგიონული კვირის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექპერტიზაზე რამდენიმე წუთში გადაასვენებენ.
ცნობისთვის, 5 დღის წინ გაუჩინარებული ბაჩალიაშვილი, ბოლოს სათვალთვალო კამერებმა საკუთარ მანქანაში სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა.