ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა ღია ცის ქვეშ წარმოდგენა გამართა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა პანდემიის პირობებში შეწყვეტილი სპექტაკლები განაახლა და ერთგულ მაყურებელს ღია ცის ქვეშ, თეატრის ეზოში უმასპინძლა. თეატრალიზირებული საღამო დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

ჯორჯიან მანგანეზისმხარდაჭერით თეატრის ეზოს კედელი მოიხატა და ღია სივრცის კეთილმოწყობისთვის საჭირო ინვენტარის უზრუნველყოფა მოხდა.

სასიამოვნო გარემოში თეატრის მსახიობებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მაყურებლებს სხვადასხვა სახის პერფორმანსი ორიგინალურად შესთავაზეს. სცენაზე მაყურებლის წინაშე ჭიათურის დრამატული თეატრის მსახიობების გარდა, პოეზიის საღამოთი მსახიობი მაკა შალიკაშვილი და სიმღერების კრებულითკვარტეტი ჭიათურაწარსდგა.

კომპანიაში „ჯორჯიან მანგანეზი” განმარტავენ, რომ მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ. 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები