ქუთაისის საქალქო სასამართლო ქალის მკვლელობისთვის დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულ 45 წლის ბ.კ.-ს აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებს.
45 წლის ქალს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკველობის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს.

ბრალდებულის ადვოკატის, ესმა ნორაკიას განმარტებით, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის გავრცელებულ ინფორმაციასაც უარყოფს. მისი თქმით, ეჭვიანობის მიზეზი არ ყოფილა.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს და ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა მკვლელობა. საქმესთან დაკავშირებით სასამართლო დღეს იმსჯელებს”,- განუცხადა “რეგიონულ კვირას” ბრალდებულის ადვოკატმა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალი 18 ივლისს მოკლეს. ფაქტთან დაკავშირებით ერთი ქალი და ორი მამაკაცია დაკავებული. ქალს ბრალად განზრახ მკველობის ჩადენა ედება გასაკუთრებული სისასტიკით, ხოლო ორ მამაკაცს საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობა. გარდაცვლილს 16 ჭრილობა აქვს მიყენებული გულ-მკერდისა და კისრის არეში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები