ვალეში მისასვლელი კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს დასასრულს უახლოვდება ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში, გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება.

“სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე გაეცნენ.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით ფინანსდება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მეორე შახტის დასახლებაში აქამდე ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა და მოსახლეობას უამინდობის დროს გადაადგილება უჭირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები