ქუთაისის ინფექციურში ერთ პაციენტს საკონტროლო ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტს პირველი საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა. ლაბორატორიული კვლევით პირველი პასუხი უარყოფითია. განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ის კლინიკას დატოვებს. ახალგაზრდა მამაკაცი კორონავირუსს 41 დღეა ებრძვის.

კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, ბოქსირებულ განყოფილებაში, ამ დროისთვის 3 პაციენტი მკურნალობს.
“კლინიკაში 3 პაციენტი მკურნალობს, თუ ახალგაზრდა მამაკაცს, განმეორებით ტესტზე კვლავ უარყოფითი პასუხი მოუვა ის კლინიკას დატოვებს და დაგვრჩება 2 პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ნადირაძე.

ცნობისთვის, იმერეთის მასშტაბით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე საეჭვო 394 პაციენტი გამოიკვლის, მათგან “კოვიდ-19” არცერთს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, იმერეთში კორონავირუსი ჯამში 59 პაციენტს დაუდასტურდა, მათგან 56-მა ვირუსი უკვე დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები