გარდაბანში კორონავირუსი 10 პირს დაუდასტურდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაბანში ფართომასშტაბიანი კვლევები მიმდინარეობს.

“გარდაბნის მუნიციპალიტეტში კვლევების შედეგად 10 პირი გამოვლინდა რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ყველა მათგანი გაჩიანის შემთხვევის კონტაქტია”,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ჯამში გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები