საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში დაფიქსირდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინფიცირებულ ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, იგი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, რომელსაც გეგმურად შემოწმება ჩაუტარდა და ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ქალი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების ინფორმაციით, კლინიკაში 10 ინფიცირებული მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.