ტიტე აროშიძე: მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ჩვენს ქვეყანაში
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის მთავრობის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ხულოსა და ქედის მუნიცპალიტეტებში მცხოვრები 60-მდე ადგილობრივი მკვიდრი, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში დროებით ეწეოდნენ სხვადასხავა საქმიანობას კახეთში, გურჯანის მუნიციპალიტეტში სეზონურად დასაქმდება.
აღნიშნული პირები კახეთში უკვე გაემგზავრნენ. გამგზავრებამდე მათ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შეხვდა, პროგრამის ისტრუქტაჟი გაანო და წარმატებები უსურვა.
ტიტე აროშიძეს თქმით, მთავრობის კოორდნირებული მუშაობის შედეგია, რომ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარ ქვეყანაში დასაქმდნენ.
“მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა დასაქმდნენ ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწორედ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, რაც საშუალებას იძლევა, დარგში მეტი ადამიანი დასაქმდეს”,- განაცხადა ტიტე აროშიძემ.