გურჯაანში, სარწყავ არხში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზნის სარწყავ არხში 37 წლის მამაკაცი დაიხრჩო.
გარდაცვლილი სოფელ ველისციხის მკვიდრია და არსებული ინფორმაციით, არხში საბანაოდ იყო შესული.
37 წლის კაცს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მეუღლე კი 2 წლის წინ გარდაეცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები