სამცხე ჯავახეთში სომხებსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
სამცხე ჯავახეთში, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომხებსა და აზერბაიჯანის მოქალაქე ეთნიკურად თურქ სტუდენტებს შორის, სომხეთ -აზერბაიჯანის საზღვარზე დაწყებული საბრძოლო მოქმედებების გამო, დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანელი სტუდენტებს პროვოცირებას სომეხი ახალგაზრდები რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეებს „საქმის გარჩევისკენ“ უბიძგებდნენ.
17 ივლისს კი, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელთან ახალგაზრდებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
საქმეში პოლიცია ჩაერთო და ადგილობრივ სომეხ სტუდენტებს ახსნა-განმარტება მოსთხოვა.
აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა დახმარებისთვის საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიმართეს.
დიპლომატიურ მისიაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი სტუდენტები თბილისში ჩამოიყვანეს და სასტუმროში დააბინავეს, ხვალ კი, ახალგაზრდები ბაქოში დაბრუნდებიან.