გარდაბნის ორ სოფელში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ყარაჯალარსა და ყარათაკლიაში დღეიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყო. ადგილზე ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფია მობილიზებული. ისინი ყარაჯალარში სხვადასხვა ადგილებზე უკვე გადანაწილდნენ. დღეს „პისიარ“ ტექნოლოგიით ტესტირება 700-მდე პირს ჩაუტარდება.

გარდაბანში სულ კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან მხოლოდ ყარაჯალარში 14 შემთხვევა არის დაფიქსირებული. სამი ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია. 60-მდე ადამიანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.

გუშინ, გვიან ღამით ყარაჯალარიდან და ყარათაკლიადან ლუგარის ცენტრში 126 ტესტი გადაიგზავნა და 75 ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან. დღესვე საკოორდინაციო საბჭო გარდაბნის ამ ორი სოფლის ჩაკეტვის საკითხს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები