აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 1 ახალი ფაქტი დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც ვირუსი გეგმურად შემოწმებისას დაუდასტურდა.
ინფიცირებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. კლინიკაში ამ დროისთვის, 9 ინფიცირებული მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.