მცხეთა–მთიანეთში კალიის საწინააღმდეგოდ ფართობები მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში, სოფელ წეროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებს. დღეის მდგომარეობით, რეგიონში კალიის საწინააღმდეგოდ 2700 ჰექტარი ფართობია დამუშავებული. ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუშავდება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას. სურსათის ეროვნული სააგენტო კალიის საწინააღმდეგო შეწამვლას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ატარებს. მონიტორინგის და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება ტრანსსასაზღვრო კვლევები საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები