ინფრასტრუქტურის განვითარება სოფლად – კასპის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა მაღალმთიანი და გამყოფი ხაზისპირა სოფლების ვაკე-პანტიანის მისასვლელი და ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. გზაზე მოეწყო რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები და გადასასვლელები.
“აღნიშნული პროექტი გარდამავალი იყო და ორ ეტაპად მიმდინარეობდა. გზის 1 100 გრძივი მეტრი 2019 წელს მოეწყო, ხოლო 1 500 გრძივი მეტრი კი 2020 წელს გაგრძელდა.
პროექტის ღირებულება 3 124 444 ლარია, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენსისი“ ახორციელებს. კეთილმოწყობილი გზა კომფორტული იქნება როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებისას. გზით 3 სოფლის მოსახლეობის გარდა ისარგებლებს სხვილოს ციხესთან მიმსვლელი ვიზიტორებიც, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისათვის” -აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.