მინდია გოგოჭურს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძეს, მინდია გოგოჭურს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მინდია გოგოჭურს ბრალი სამი მუხლით წარედგინა. 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას/ ცემას ითვალისწინებს და 236-ე მუხლს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის მუხლიც დაემატა.
გოგოჭურის ადვოკატის დავით ჩავლეიშვილის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით დაკავებულმა ბრალს ხელი არ მოაწერა: “პირველ რიგში გავეცნობ საქმის მასალებს გავეცნობი და ამიტომ ამ ეტაპზე მეტს კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ ეტაპზე მისგან არ მაქვს უფლება მედიასთან კომენტარი გავაკეთო, მისი პოზიციიდან ჩანს, რომ ეს ბრალდებები შეთითხნილია“ – განაცხადა ჩავლეიშვილმა.
მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა გუშინ დილით დააკავეს. როგორც ცნობილია, ინცინდენტი, რომელშიც გოგოჭური ფიგურირებს, სასტუმრო “პარაგრაფში” მოხდა. გოგოჭურს სასტუმროს ერთ-ერთ სტუმართან შელაპარაკება მოუხდა, საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი.
გოგოჭურის სასამართლო პროცესი ბრალის წაყენებიდან მალევე გაიმართა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები