საგარეჯოში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი გრძელდება
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნივიპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი, მიწის სიტემური რეგისტრაციის პროექტის პირობებისა და მიმდინარეობის შესახებ მეტი დეტალის გაგება იყო.
“მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწების სისტემური რეგისტრაციის პროექტს საირიგაციო არეალებზე ახორციელებს, პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
თუ გაქვთ მიწის ნაკვეთი, მაგრამ ამ დრომდე მას სათანადო დოკუმენტის არქონის გამო ან/და ხარვეზიანი დოკუმენტის, სამეზობლო დავის, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის ან სხვა დამაბრკოლებელი გარემოების გამო ვერ ირიეგისტრირებდით, ყველა ამ პრობლემას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თქვენს ნაცვლდ მოაგვარებს.
პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ უფასოდ, მარტივად და დაბრკოლების გარეშე დაირეგისტრიროთ მიწის ნაკვეთები.
პროექტსი ჩართულია მუნიციპალური ჯგუფი, რომელიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან, რომელიც პროექტში ჩართული ყველა მხარის დამაკავშირებელი რგოლია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და აღნიშნული პროექტის კოორდინატორები საინფორმაციო შეხვედრას მართავენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იმ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და სოფლის მოსახლეობასთან, სადაც საირიგაციო არხი გაედინება.
ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ მერის წარმომადგენელს თქვენ ადმინისტრაციულ ერთეულში.
ქ. საგარეჯო, სოფ. ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, ყანდაურა, შიბლიანი, იორმუღალნო, ლამბალო, თულარი, დუზაგრამა, წყაროსთავი.
დაირეგისტრირე მიწა მარტივად და გახდი მესაკუთრე”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრციის პროექტი 3 საირიგაციო არხის ტერიტორიაზე ხორციელდება კახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიორნებში.