“შემეცნებითი ტური,სადეგუსტაციო პაკეტები, კულინარიული მასტერკლასები”- ღვინის კომპანია “შუმმა” ჟურნალისტებისათვის ინფო ტური მოაწყო

წინანდალში, “ღვინის კომპანია შუმის“ ტურისტულ ბაზაზე, მედიის  წარმომადგენლებისთვის ინფო ტური მოეწყო, რომლის  მიზანი ტურისტული კომპლექსის  სიახლეების გაცნობა იყო.

მედიის წარმომადგენლებმა ნაფარეულში შუმის ბიო და ბიოდინამიური ვენახი დაათვალიერეს და ასევე კომპანიის მთავარ კონსულტანტს, მევენახეობის დარგში, გიორგი ალადაშვილს შეხვდნენ. შემდეგ კი „ღვინის კომპანია შუმის“ ტურისტულ კომპლექსს ესტუმრნენ, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით გამოირჩევა.

9 ჰექტარზე გაშენებული ტურისტული კომპლექსი ისტორიულ ადგილას მდებარეობს  და ალექსანდე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს  ესაზღვრება. ჟურნალისტებმა ვიზიტის დროს ის საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს, სადაც ვაზის 900-ზე მეტი ჯიშია დაცული, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი რამდენიმე ათეული ქართული ვაზის ჯიში, ეთნოგრაფიული სახლი, ასევე, ვაზის და ღვინის მუზეუმი, რომლის უძველესი ექსპონატები 6000 წლით თარიღდება, ღვინის მარანი და ენოთეკა.

ამავე ტერიტორიაზეა მდებარეობს ღვინის მაღაზია, „ღვინის კომპანია შუმის“ პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, სადაც წარმოდგენილია ქართული ტრადიციული და კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები და სხვა ალკოჰოლური სასმელები, მათ შორის ისეთი უნიკალური  სასმელები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს – ლაზარე, შობილი, ზიგუ, გენეზისი და სხვა.

“შუმის” ტურისტული კომპლექსი ვიზიტორებს მრავალფეროვან ტურისტულ მომსახურებებს სთავაზობს, როგორიცაა: შემეცნებითი  ტური, სხვადასხვა სადეგუსტაციო პაკეტები, კულინარიული მასტერკლასები. აქტივობებს  შორისაა, მონაწილეობის  მიღება რთველში და  საკუთარი ხელით  დაკრეფილი ყურძნის ქვევრში ჩაწურვა.

ღვინის კომპანია „შუმი“ 1997 წელს დაარსდა, 2001 წელს დასრულდა ღვინის ქარხნის მშენებლობა და საკუთარი ვენახიდან პირველი მოსავლის მიღება. კომპანიის სახელწოდება „შუმი“ ძველქართულად საუკეთესო ღვინოს ნიშნავს. კომპანია 2004 წლიდან აწარმოებს ბიოღვინოს, რომელიც სერთიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„ღვინის კომპანია შუმი“ მსოფლიოს 29 ქვეყანაში  ახორციელებს პროდუქციის ექსპორტს, დაჯილდოებულია 270-ზე მეტი  უმაღლესი  ხარისხის მედლით.

შუმი საქართველოში პირველი ღვინის კომპანიაა, რომელიც ბიოდინამიკური ვენახის დემეტერის საერთაშორისო სტანდარტების  მიხედვით სერტიფიცირებაზეა წადგენილი.

2020 წელს კომპანიამ ახალგაზრდა კადრების გაზრდის მიზნით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის ბაზაზე „შუმის ღვინის სკოლა SWS” დაარსა. სკოლის შექმნის მიზანს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციების გაზიარება, სიახლეების გაცნობა და დარგის სხვადასხვა ინოვაციური მიმართულებების პოპულარიზაცია წარმოადგენს და ფერმერებს (მევენახეები, მცირე და ოჯახური მარნები), თუ დარგით დაინტერესებულ პირებს თემატურ ლექცია-სემინარებს სთავაზობს.

COVID 19-ით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლა მიმდინარე წელს მსმენელებს სემინარებს უფასოდ ჩაუტარებს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები