ირაკლი შენგელია: მინდა, წარმატება ვუსურვო ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, ზაზა ლომინაძეს

პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი შენგელია აფასებს.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, პოლიტიკური პოლარიზების პირობებში, არსებული საარჩევნო მოდელის შესაბამისად უპასუხოს მოქალაქეების მოთხოვნებს.

“ქართულმა ოცნებამ“ დღეს ამომრჩევლებს წარუდგინა სტაბილური პოლიტიკური გამოცდილების და განვითარებაზე ორიენტირებული ძლიერი გუნდი. მინდა, პირველ რიგში, წარმატება ვუსურვო ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს, ბატონ ზაზა ლომინაძეს. გარდა იმისა, რომ ის გახლავთ პრაქტიკოსი ექიმი, მას აქვს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება. ჩვენს თანამოქალაქეებს კარგად ახსოვთ მისი ჩართულობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში. დღეს, ჩვენი ქალაქის პრიორიტეტია განვითარება, მოქალაქეების კეთილდღეობა, განათლების და დასაქმების ხელშეწყობა, ძლიერი რეგიონული პოლიტიკა და დეცენტრალიზაციის პირობებში დემოკრატიული პროცესების გამყარება. ამასთან სოციალური პოლიტიკის აღებული კურსის განმტკიცება, პირველადი ჯანდაცვის ეფექტური განვითარების და მოწყვლადი ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
ჩვენი გუნდი მზადაა უპასუხოს ამ გამოწვევებს და გააძლიეროს ქალაქის წარმომადგენლობა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე”,- ამბობს შენგელია.
ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა, იმერეთის რეგიონში ოთხი მაჟორიტარი დეპუტატი დაასახელა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები