სვანეთში არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში, სოფელ ლენჯერში დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

“რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განუცხადეს, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში არასრულწლოვნის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 19 ივლისს შევიდა.

უწყების ცნობით, მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

“ადგილზე მეორე დღეა მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. პროცესში ჩართულია 45 მეხანძრე-მაშველი. ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონების საშუალებით”, – განმარტეს სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები