ზაურ ტაბატაძე: აგვისტოს დასაწყისში უკვე დავიწყებთ სამუშაოებს, რათა სოფელ ბურმში მოსახლეობას ჰქონდეს სასმელი წყალი

მდგომარეობა ნამდვილად დამაფიქრებელია იმ კუთხით რომ სოფელს არ აქვს სასმელი წყალი. ჩვენ ორჯერ გვქონდა გამოცხადებული ტენდერი, სამწუხაროდ წარმოდგენილმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მარნეულის მერის პირველმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ სოფელ ბურმის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, იმ პერიოდში როდესაც სოფელში წყლის პრობლემა დადგა, მერია უზრუნველყოფდა ცისტერნებით მიეწოდებინათ მოსახლეობისთვის სასმელი წყალი.

“ამ დილით მოსახლეობა სოფელი ბურმიდან ჩამოვიდა, მქონდა მათთან პირადად შეხვედრა, ავუხსენი მდგომარეობა.
მათი მდგომარეობა ნამდვილად დამაფიქრებელია იმ კუთხით რომ სოფელს არ აქვს სასმელი წყალი. ჩვენ ორჯერ გვქონდა გამოცხადებული ტენდერი, სამწუხაროდ წარმოდგენილმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, იმას რასაც ითვალისწინებს შესრულების კანონი და მოგვიწია დისკვალიფიკაციის მიცემა. შესაბამისად ეს პროხცესი 3-4 თვე გაგრძელდა.
ახლად გამოცხადებული ტენდერიდან უკვე გვაყვს გამარჯვებული, მიმდინარეობს დაზუსტება მონაცემების და დაახლოებით ერთ კვირაში მოხერხდება ხელშეკრულების გაფორმება“,- განაცხადა ზაურ ტაბატაძემ .

ცნობისთვის, დღეს დილით მარნეულის მეირასთან სოფელ ბურმის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია  გამართა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მიეღოთ ინფორმაცია, როდის დაიწყებოდა სოფელ ბურმიში წყლის შეყვანის სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები