ქუთაისში წერეთლის ქუჩზე გაზის მილი აფეთქდა – არავინ დაშავებულა

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ბუნებრივი აირისმილი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე სახლი და მანქანა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამუშაოებს კომპანია “გაზსერვისი” ახორციელებდა. კომპანიის განმარტებით, მილში დაპრესილი ჰაერი აფეთქდა. სავარაოდოდ, პრობლემა უხარისხო მილმა გამოიწვია და მომხდარს სპეციალისტები შეისწავლიან.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები