კახეთის რეგიონის 2 ოლქში მთავრობამ მაჟორიტარი დეპუტატები წარადგინა.
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გადაწყვეტილებით – თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის ოლქში მაჟორიტარობის დეპუტატი – მოქმედი მხარის რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის ოლქში კი დავით სონღულაშვილი, რომელიც ამჟამად გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოქმედი მაჟორიტარია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება. აქედან ორი კახეთში იქნება.