მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთის ოლქში “ქართულ ოცნებას” შალვა კერესელიძე წარადგენს

მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთის ოლქში “ქართულ ოცნებას”  2020 წლის არჩევნებზე მოქმედი გუბერნატორი შალვა კერესელიძე წარადგენს.

კერესელიძეს მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა 2018 წლიდან უკავია.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
ცნობისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი – პროპორციული სისტემით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები