მაღალმთიან დასახლებებში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიან დასახლებებში, უშუქოდ დარჩენილ სოფლებში მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, ჯამურად 25 მზის ელექტროსადგურია ექსპლუატაციაში, აქედან 12 – ით თუშეთში, მუდმივად მცხოვრებიმოსახლეობა ისარგებლებს.
მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის – სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ჩასართავად.
პროექტი განხორციელდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) ტექნიკური დახმარების ფარგლებში.