ცაგერის ამბროლაურის ონის მესტიისა და ლენტეხის საარჩევნო ოლქში “ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძეა
ცაგერის, ამბროლაურის ონის მესტიისა და ლენტეხის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნებიდან” გოჩა ენუქიძე წარადგინეს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ენუქიძე წლებია ზრუნავს რეგიონის ინტერესების დაცვაზე საქართველოს პარლამენტში.
“გოჩა ენუქიძე არის ღირსეული პიროვნება, “ქართული ოცნების” გამორჩეული წევრი, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად ზრუნავდა და ზრუნავს რეგიონის ინტერესების დაცვაზე საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ენუქიძის წარდგენისას.
შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” დღეს 2020 წლის არჩევნებში მაჟორიტარობის 30 კანდიდატი წარადგინა.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი ფორმატით პროპორციულ-მაჟორიტარული წესით – 120/30-ზე ჩატარდება.