ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა
საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მერიიდან აცნობეს.
“ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ სპეთში მაცხოვრის ტაძართან მისასვლელ გზაზე რკინა ბეტონის საფარი მოეწყო. ამავე სოფელში ცენტრალურ გზაზე (სკოლის მიმდებარედ) მოეწყო სანიაღვრე არხი.
სოფელ ღონაში ნამგლაძეების უბანში მოეწყო საყრდენი კედელი. აღნიშნულ სოფელში, ჭიტაძეების უბანში მოეწყო ასევე სანიაღვრე არხი.
სოფელ ჯრიაში სალოცავისკენ მიმავალ გზაზე, ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყო გაბიონი.
სოფელ საკოხიაში საუბნო გზაზე მოეწყო რკინა/ბეტონის საფარი.
სოფელ დრბოში სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე დაიგო რკინა-ბეტონის საფარი.
სოფელ დარყაში, სარიტუალო დარბაზის გასწვრივ ნაპირსამაგრი გაბიონი მოეწყო
აღნიშნული პროექტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.