შიდა ქართლში “ქართულ ოცნებას” გიორგი ხოჯევანიშვილი და ზაზა დუგლაძე წარადგენენ
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გორისა და კასპის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად, შიდა ქართლის მოქმედი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი დასახელდა.
გიორგი ხოჯევანიშვილს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა 2018 წლიდან უკავია. ის ასევე მმართველი პარტიის შიდა ქართლის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელია.
რაც შეეხება ხაშურისა და ქარელის სამაჟორიტარო ოლქს, მმართველის გუნდის კანდიდატად აქ ზაზა დუგლაძე დასახელდა. დუგლაძე წლებია რეგიონში სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.
“ზაზა დუგლაძე არის გამორჩეული მეწარმე და ძალიან კარგად იცნობს რეგიონის პრობლემებს” , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ კანდიდატის წარდგენისას.