სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია
პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს დაასახელა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” სიით სამცხე-ჯავახეთში მანდატისთვის ანტონ ობოლაშვილი და სამველ მანუკიანი იბრძოლებენ.
“ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატია ანტონ ობოლაშვილი. იგი არის რეგიონის გამორჩეული წარმომადგენელი, ბიზნესმენი, არაერთი წარმატებული პროექტის სულის ჩამდგმელი. ის იქნება რეგიონის ინტერესების აქტიური დამცველი საქართველოს პარლამენტში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონის განვითარებაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ახალქალასა და ნინოწმინდას ცალკე მაჟორიტარი დეპუტატობის კანტიდატი ეყოლება.
“ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში წარმოგიდგენთ სამველ მანუკიანს. ის დღესაც აქტიურად იცავს რეგიონის მოსახლეობის ინტერესებს საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა კობახიძემ.