თეთრიწყაროში ორი დღეა 23 წლის გოგოს ეძებენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მეორე დღეა 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ეძებენ. დედის ინფორმაციით, თამარი საკუთარი მანქანით, ნაცრისფერი „ჰიუნდაი აქსენტით“ გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არავის უნახავს.
დედის თქმით, თამარი არც კონტაქტზე გამოსულა ვინმესთან და შაბათს შუადღის 14:20 საათიდან მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის მანქანა სათვალთვალო კამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები