“ქართული ოცნების” კანდიდატები იმერეთის რეგიონში

პოლიტიკურმა გაერთიანება “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
მმართველმა გუნდმა, იმერეთის რეგიონში ოთხი მაჟორიტარი დეპუტატი დაასახელა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” სახელით ზაზა ლომინაძე იბრძოლებს, რომელიც 2014-2017 წლებში „ქართული ოცნების“ სიით საკრებულოს წევრი იყო. ასევე არის ახალი  ინფექციური საავადმყოფოს ერთერთი დამფუძნებელი. კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული.
პაატა კვიჟინაძე კვლავ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში იბრძოლებს. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში მმართველ გუნდს ბეჟან წაქაძე წარმოადგენს.
სამტრედია, წყალტუბო, ვანისა და ხონის ოლქში მმართველ პარტიას წარმოადგენს გივი ჭიჭინაძე, ხონისა და ვანის მოქმედი მაჟორიტარი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები