100 000-ზე მეტი დამთვალიერებელი 4 დღის განმავლობაში, ხოლო 45 000 ვიზიტორი მხოლოდ დღეის მონაცემებით – ეს დენდროლოგიური პარკის ვიზიტორთა რიცხვია. 15 ივნისიდან დღემდე ხელოვნურად გაშენებული პარკის სანახავად ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა. ისინი პარკის გახსნას სამი წლის განმავლობაში ელოდნენ.
ვიზიტორებმა უნიკალური ჯიშის გიგანტური ხე-მცენარეები დაათვალიერეს. მათ შორის-მაგნოლოები , კვიპაროსები, კედრები და ევკალიპტები, ასევე მოინახულეს კამფეტის ხეებიც. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ხეებისა რაც საქართველოს სხვდასხვა კუთხიდან თავი ერთ სივრცეში მოიყარა.
თავისი მასშტაბებით ხელოვნურ პარკს ევროპაში ანალოგი არ ჰყავს. იგი ხელშეუებელი ბუნების ეფექტს ქმნის, რომელსაც 24 საათის განმავლობაში აგრონომები, დენდროლოგები, და ბოტანიკოსები უვლიან.
ნამდვილ სამოთხესა და ეგზოტიკას ნახევრად ხელოვნურ ტბაში მოცურავე ვარდისფერი ფლამინგოები ქმნის, რომლებიც ვიზიტორებისთვის განსაკუთრებულ სანახაობრიობას წარმოადგენს.
,,სულაც არ გეგონება რომ ხელოვნურად გაშენებული პარკია, ამ ადგილას მხოლოდ ჭაობი იყო მეტი არაფერი, ბიძინა ივანიშვილის წყალობით, კი ნამდვილ სამოთხედ იქცა. აქ ყველაფრის ნახვაა შესაძლებელი. ერთ სივრცეშია თავმოყრილი უნიკალური ჯიშის მცენარეები, ცხოველები და ფრინველები. დასვენების კარგი საშუალებაა აქ გასეირნება“,- ამბობს ერთ-ერთი ვიზიტორი
60 ჰექტარზე გაშენებულ სივრცეში შესვლა და სილამაზით დატკბობა უფასოა. ზღვასა და მთას შორის მოქცეული უნიკალური პარკში უნიკალურ ხე-მცენარეებთან ერთად 18 ჰექტარზე ენდემური ჯიშის გიგანტური ხეებია გაშენებული. ვიზიტორების ყურადღების მიღმა ასევე არ დარჩენილა ბამბუკის ტყეც. სრული ინფორმაციის მისაღებად დამთვალიერებელი განთავსებულ ბანერებს იყენებს რომლებიც თითოეული მცენარის ისტრიას მოგვითხრობს.
,,რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში 100 000 მეტი დამთვალიერებელი იყო მოსული, რეკორდული მაჩვენებელი კი დღეს დაფიქსირდა, დღეის მონაცემებით 45 000 ვიზიტორი იყო დენდროლოგიურ პარკში. მოხარულები ვართ რომ ამხელა დაინტერესება მოჰყვა ხალხის მხრიდან. საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან და კმაყოფილები ბრუნდებიან უკან. ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ვიზიტორებს სრულიად უფასოდ“,- განაცხადა ურეკი რეზიდენსის დირექტორმა.
ცნობისთვის, დენდროლოგიური პარკის მშენებლობა 2016 წელს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო.